RSS
ცხინვალში დატბორვის ეშინიათ
04.05.2011 15:46

ცხინვალის რეგიონში დატბორვის საშიშროება ნარჩუნდება. საკმაოდ საშიშ ზღვარს მიაღწია წყლის დონემ ზონკარის წყალსაცავში. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თავკაცის ანატოლი ბიბილოვის სიტყვებით, წყალსაცავის არაგეგმიური შევსება ჯერ ჯერობით ჯებირს დანგრევით არ ემუქრება, თუმცა წყლის დონის რეგულირება შეუძლებელი ხდება წყლის ავარიული გამშვების ძირითადი მექანიზმის მოუწესრიგებლობის გამო. უახლოეს მომავალში ბიბილოვი სპეციალისტებს რუსეთიდან ელოდება, რომლებმაც დახმარება უნდა აღმოუჩინონ წყლის ჩამკეტის მარეგულირებლის რემონტში.

უნდა აღინიშნოს, რომ ადრე ზონკარის წყალსაცავს ქართველი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული ბრიგადები ემსახურებოდნენ, რომლებიც იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ ობიექტი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთის აგრესიის გამო. ქართველების წამოსვლის შემდეგ ედუარდ კოკოითის რეჟიმმა ვერ უზრუნველყო ქართველი სპეციალისტების დროულად ჩანაცვლება შესაბამისი პერსონალით და წყალსაცავის საინჟინრო ნაგებობაზე მექანიკური დაზიანებების თავიდან აცილება. ზონკარის წყალსაცავი არის კავკასიაში ერთერთი უმსხვილესი ჰიდროტექნიკური ნაგებობა. იგი ძირითადად საირიგაციო მიზნებისათვის გამოიყენება, აგრეთვე რეგიონისთვის როგორც სასმელი წყლის მომწოდებელი წყარო.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე